მნიშვნელოვანირეგიონი

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა

ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, მაღაროს ჩამონგრევის შედეგად გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე 45 წლამდე მამაკაცი ნანგრევების ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button