მნიშვნელოვანისაქართველო

მთავრობის კანცელარიასთან ჰომოფობიას მაინც გააპროტესტებენ

დღეს საღამოს 19.00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან ლგბტ აქტივისტების ნაწილი და მათი თანამოაზრეები შეიკრიბებიან და ჰომოფობიასა და ტრანსფობიას გააპროტესტებენ.

მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმის მიუხედავად, რომ “თანასწორობის მოძრაობამ” მოსალოდნელი საფრთხის გამო შეკრება გააუქმა. აქციაზე მისვლას მოხალისეები შეძლებენ როგორც დამოუკიდებლად, ისე შსს-ს დახმარებით.

“თანასწორობის მოძრაობამ” მთავრობის ადმინისტრაციასთან დაანონსებული აქცია დილით გააუქმა. აქციის ჩაშლის მიზეზად ორგანიზატორებმა შესაძლო დაპირისპირებმა დაასახელეს.

იხილეთ განცხადება, რომელიც დღს დილით “თანასწორობის მოძრაობაში” გაკეთა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button