მსოფლიო
მსხვერპლი მოჰყვა სროლას ფლორიდის სკოლაში

სროლის შედეგად ამერიკაში, ფლორიდის შტატის ერთ-ერთ სკოლაში სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა. 17 დაშავებული კი ადგილობრივ საავადმყოფოებშია გადაყვანილი.
ინციდენტი ქალაქ პარკლენდში მოხდა. სკოლის ყოფილმა მოსწავლემ, 19 წლის ნიკოლას კრუზმა, ავტომატური იარაღიდან ცეცხლი ჯერ ქუჩაში გახსნა, შემდეგ კი სკოლის შენობაში შეიჭრა და თანატოლებს გაუსწორდა.
ერთ-ერთმა ადგილობრივმა ტელეკომპანიამ აჩვენა კადრები, რომლებზეც პოლიციას გაჰყავდა ხელმორკილებიანი ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ ეჭვმიტანილი.
ფაქტს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, სკოლებში მოსწავლეები და მასწავლებლები თავს დაუცველად არ უნდა გრძნობდნენ.