მთვარეზე მეორე და პოდიუმზე პირველი [Photo/Video]

ბაზ ოლდრინმა – ცნობილმა ასტრონავტმა და მსოფლიოში მეორე ადამიანმა, რომელმაც მთვარეზე ფეხი დადგა, ნიუ-იორკში, მამაკაცის მოდის კვირეულის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.

ხანდაზმულ ასტრონავტს სოფიტების განათების ფონზე პოდიუმზე გავლა ოდნავ გაუჭირდა, მაგრამ მოგვიანებით მან სოცქსელში ხუმრობით დაწერა: “ისევე იოლად, როგორც მთვარეზე”.

სიმბოლურია, რომ ტანსაცმლის ახალ კოლექციას “სიცოცხლე მარსზე” ჰქვია. ოლდრინს ასტრონავტის ურთულესი გზის კიდევ ერთხელ გასავლელად მხოლოდ ვერცხლისფერი ქურთუკი და კედები დასჭირდა.

ოლდრინთან ერთად დეფილეში ასევე მონაწილეობა მიიღო ბილ ნაიმ – ამერიკელმა ინჟინერმა და მსახიობმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი პილოტი ბაზ ოლდრინი ცოცხალ ასტონავტთა შორის ყველაზე ხანდაზმულია. მას მიმდინარე წლის 20 იანვარს 87 წელი შეუსრულდა.

ბაზ ოლდრინი, როგორც მთვარის მოდულის პილოტი, აპოლო 11-ის მისიაში მონაწილეობდა.

აპოლო 11 ის პირველი მისია იყო, რომელმაც მთვარეზე დაჯდომა მოახერხა. 1969 წლის 21 ივლისს ბაზ ოლდრინი ნილ არმსტრონდის შემდეგ მეორე ადამიანი გახდა, რომელმაც ფეხი დადგა მთვარეზე.

[print_gllr id=52580]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button