მთვრალმა ჩემპიონმა ტაქსის მძღოლს ანგარიში ოქროს მედლით გაუსწორა [Video]
2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა უროს ტყორცნაში – პაველ ფაიდეკმა, პეკინში ტაქსით მგზავრობისას, მძღოლს ანგარიში ოქროს მედლით გაუსწორა, – იუწყება The Independent.
23 აგვისტოს, პოლონელმა ათლეტმა, 80,88 მეტრზე უროს ტყორცნაში, შეჯიბრი მოიგო და ოქროს მედლით დაჯილდოვდა. მან დანაკარგი მეორე დღეს აღმოაჩინა და პოლიციაში განაცხადა.
სამართალდამცველებმა ტაქსის მძღოლი დააკავეს, რომელმაც ტროფეი დააბრუნა და განაცხადა, რომ ფაიდეკი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
26 წლის ფაიდეკი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ევროპული პირველობის ვერცხლის პრიზიორია.
შეგახსენებთ: ჩინეთის დედაქალაქი, ევროპის ჩემპიონატს მსუბუქ ათლეტიკაში, 22-დან 30 აგვისტომდე მასპინძლობს.