მტკვარში მამაკაცის გვამი იპოვეს
სამართალდამცავებმა მტკვარში მამაკაცის გვამი იპოვეს. შემთხვევა თბილისში, სამტრედიის ქუჩის მიმდებარედ დაფიქსირდა.
გვამი ადგილზე მისულმა ახლობლებმა ამოიცნეს. ის 38 წლის მამაკაცია, რომელიც 2 დღის წინ გაუჩინარდა.
საქმეზე გამოძიება დაწყებულია. მამაკაცის გვამი პროზექტურაში გადაასვენეს.