მტკვრიდან 35 წლის მამაკაცი ამოიყვანეს

მაშველებმა თბილისში, მშვიდობის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვრიდან
35 წლის მამაკაცი ამოიყვანეს. როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მდინარე მტკვარში მყოფი პირი ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. მამაკაცი წყლიდან უვნებლად იქნა გამოყვანილი და ის თავს კარგად გრძნობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მშვიდობის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში ადამიანი იმყოფებოდა და გამოსვლას ვერ ახერხებდა.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე მაშველთა ჯგუფი.წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 35 წლის მამაკაცი წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს. ოპერაციაში ჩართული იყო წყალზე სამაშველო ტექნიკაც.
მამაკაცი თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. ადგილზე, ასევე, მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები““, – ნათქვამია ინფორმაციაში.