მტრის თავდასხმები ბახმუტის მიმართულებით კვლავს გრძელდება-უკრაინაში 257 470 ოკუპანტი მოკვდა
გათავისუფლებულ უროჟაინოეზე თავდასხმას რუსი წარუმატებლად ცდილობს

რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, შეტევის რამდენიმე მცდელობა განახორციელეს, ისინი ცდილობდნენ წინსვლას ბახმუტთან, მარინკასთან და ახლახან გათავისუფლებულ სოფელ უროჟაინოეს მიდამოებში, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
გენშტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით რუსებმა შეტევის წარუმატებელი მცდელობა განახორციელეს ბოგდანოვკას ჩრდილოეთით, ასევე კლეშჩიევკას ჩრდილოეთით და სამხრეთით.
“მტერი წარუმატებელ შეტევით ოპერაციებს ახორციელებს ბახმუტის მიმართულებით, კერძოდ, ბოგდანოვკას ჩრდილოეთით, დონეცკის ოლქის კლიშივკას ჩრდილოეთით და სამხრეთის რეგიონებში.
გასული დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა 5 სარაკეტო და 61 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. მტერთან 32 საბრძოლო შეტაკება მოხდა”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
„შახტიორსკის მიმართულებით მტერი წარუმატებლად ცდილობდა დაკარგული პოზიციის აღდგენას სოფელ უროჟაინოეს მიდამოში, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს”, – აცხადებენ გენშტაბში.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით.
გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, საერთო ჯამში, 32 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა.
უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 257 470 ჯარისკაცი დაკარგა.
მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 20 აგვისტომდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.
უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 460 სამხედრო, 6 ტანკი და 33 საარტილერიო სისტემა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ტანკი – 4346
ჯავშანტექნიკა – 8435
საარტილერიო სისტემა – 5245
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 717
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 489
თვითმფრინავი – 315
ვერტმფრენი – 316
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4304
ფრთოსანი რაკეტა – 1406
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 7680
სპეცტექნიკა – 790
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.