მტერთან 28 საბრძოლო შეტაკება მოხდა-რუსეთმა უკრაინაში 217 330 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში, მტერთან 28 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
“გასული დღის განმავლობაში, მტერმა 39 საჰაერო დარტყმა განახორციელა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 62. ამასთან, უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.
მტერი აგრძელებს თავისი ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლუჰანსკისა და დონეცკის სრულ ოკუპაციაზე. გასული დღის განმავლობაში, 28 საბრძოლო შეტაკება მოხდა”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
უკრაინის ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 217 330 ჯარისკაცი დაკარგა გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 14 ივნისამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ტანკი – 3943
ჯავშანტექნიკა – 7653
საარტილერიო სისტემა – 3783
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 603
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 364
თვითმფრინავი – 314
ვერტმფრენი – 300
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3324
ფრთოსანი რაკეტა – 1196
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 6482
სპეცტექნიკა – 516
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.