მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“მწერების ნაცხს ბიბილოვს გაზეთში გახვეულს გავუგზავნით”

ორგანიზაცია “საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონმა” სოფელ ერგნეთში, საოკუპაციო ხაზთან აქცია პერფორმანსი გამართა. აქციის მონაწილეებმა, სიმბოლური “ჩერნობილის ფორმებითა” და ეკიპირებით, ერგნეთში მიწის, მწერების და მცენარეების “ნიმუშები აიღეს”.

აქციის ამსახველი კადრები და კომენტარები რადიო თავისუფლებამ გაავრცელა.

პრეფორმანსი ე.წ. სამხრეთ ოსეთის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლების მიერ ზნაურის რაიონში წყლის, ჰაერის, ნიადაგის, მწვანე საფარისა და რიგი მწერების ნიმუშების “საკვლევად აღებას ეხმაურება”. აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ე.წ. ცხინვალის მთავრობა და შესაბამისი სამსახურები ძალიან წვალობენ, ამიტომ მათ საქართველოს სხვადასხვა წერტილიდან აღებულ ნიმუშებს, “ცხოველური ინტერესის” დასაკმაყოფილებლად, თავად გაუგზავნიან.

“წესების სრული დაცვით მოხდა ნაცხის შეგროვება, ყელის არედან ავიღეთ ძირითადად, ჭიანჭველასა და კოღოებში და გავუგზავნით გაზეთში გადახვეულს ბატონ ბიბილოვს და მედოევს, რომ დაისვენონ როგორმე, ყველა ტერიტორია გვაქვს შეგროვებული, რომელიც მათ ასე ძალიან აინტერესებთ.” — თქვა გიორგი მოლოდინმა.

ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, საოკუპაციო რეჟიმი ბოლო პერიდის განმავლობაში დეზინფორმაციულ კამპანიას ეწევა. ოკუპანტებმა კვლევით ცენტრში სპეციალური ვიზიტიც მოითხოვეს, რაზეც ქართულმა მხარემ უარით უპასუხა.

რამდენიმე დღის წინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხარემ გაავრცელა განცხადება, რომ კგბ-ს სხივური და ქიმიური-ბიოლოგიური დაცვის (RCBZ) რენტგენისა და ქიმიური-ბიოლოგიური დაცვის (RCBZ) ქვედანაყოფის თანამშრომლების მიერ შეირჩა ნიადაგის, წყლის, ჰაერის, მწვანე საფარის და სხვადასხვა მწერის ნიმუშები, რათა შემდგომ ლაბორატორიაში მათი შესწავლა მოხდეს. როგორც საოკუპაციო რეჟიმი ამბობს, თუ ჩატარებული ექსპერტიზით გაირკევვა, რომ ნიმუშებში პათოგენური მიკლოფლორაა, ეს მიუთითებს თბილისის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ბიოტერორიზმის ფორმებისა და მეთოდების გამოყენებაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button