მცხეთის რაიონში სახლის კედელი ჩამოიშალა

საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოშალა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მცხეთის რაიონში, სოფელ ძეგვში. შემთხვევისას არავინ დაშავებულა. ფირანიშვილების ოჯახი შიშობს, რომ სახლის სხვა ნაწილიც ჩამოინგრევა. დაზარალებულები ამბობენ, რომ შენობა დიდი ხანია ავარიულია, თუმცა ადგილობრივი გამგეობა მათ ყურადღებას არ აქცევს.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა თბილისშიც – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში რამდენიმე ათეული შეტყობინება შევიდა. დაიტბორა ეზოები და საცხოვრებელი სახლების სადარბაზოები, არავინ დაშავებულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button