მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“მწვანე ალტერნატივის” და საიას ერთობლივი სარჩელი

არასამთავრობო ორგანიზაციები “მწვანე ალტერნატივა” და საია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 17 მარტის ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვენ, რომლითაც “ონის კასკადის” პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცა. ორგანიზაციებმა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე შეიტანეს.

როგორც ორგანიზაციების საერთო განცხადებაშია აღნიშნული, ჰესის მშენებელმა კომპანიამ, — სს “ონის კასკადმა”, ადამიანების ჯანმრთელობასა და გარემოს უსაფრთხოებისათვის არსებული რისკების შესამოწმებლად, კანონით სავალდებულო კვლევების ჩატარება არ უზრუნველყო.

“საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი, ნაცვლად იმისა, რომ უარი ეთქვა პროექტზე დადებითი გადაწყვეტილების გაცემაზე, დაავალა მშენებარე კომპანიას, პოსტ-ფაქტუმ, იმ ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი და კანონით სავალდებულო იყო გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე.” — აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, საია და “მწვანე ალტერნატივა” აცხადებენ, რომ გასაჩივრებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში უხეშად იქნა უგულებელყოფილი საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები.

საია და “მწვანე ალტერნატივა” სასამართლოში ადგილობრივი მოქალაქეების ინტერესებს დაიცავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button