მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ქალაქ გურჯაანსა და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

ქალაქ გურჯაანსა და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ხვალ, 17 ნოემბერს დილიდან ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. მოსახლეობის ნაწილი ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის, ნაწილისთვის კი ცნობილია, რომ გაზის მიწოდება ერთი კვირით უნდა შეწყდეს.

გაზის სავარაუდო გათიშვასთან დაკავშირებით, საქმის კურსშია გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრიც, თუმცა, ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი ამბობს, სოკარ ჯორჯია გაზის კომპანიისგან დღის ბოლომდე ელოდება ოფიციალურ შეტყობინებას.

არსებული ინფორმაციით, ქალაქთან ერთად ხვალ გაზი გაეთიშება სოფელ გურჯაანს, ჭანდარს, ძირკოკსა და ვეჯინს. თუმცა, დეტალური ინფორმაცია ამის შესახებ დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button