მუნიციპალური ტრანსპორტი თელავში / ტოკ-შოუ 01.11.2024
რადიო "თბილისის" საგამოძიებო-საზოგადოებრივი პროექტი "სატრანსპორტო ლაბირინთი"
დღევანდელი გადაცემა მთლიანად თელავს დაეთმობა, – ქალაქს, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტის მრავალწლიანი ლოდინი, 4 წლის წინ აღნიშნული სერვისის ამოქმედებით დასრულდა, მაგრამ თან მრავალი პრობლემა მოჰყვა, რაზეც ჩვენი რეპორტაჟების რესპონდენტები, მათ შორის, შესაბამისი სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენელი ისაუბრებენ. თელავში მოძრავ ტრანსპორტთან, კონკრეტულ საგზაო მონაკვეთებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე და ზოგადად, ქალაქში არსებულ სატრანსპორტო პოლიტიკაზე სასაუბროდ, ტოქ-შოუში სატელეფონო ჩართვა მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს შევთავაზეთ, თუმცა, ორივე მათგანისგან უარი მივიღეთ. კიდევ რომელმა უწყებამ არ უპასუხა ჩვენს კითხვებს და რა კონკრეტული შენიშვნები აქვთ თელაველებს მუნიციპალურ ავტობუსებთან თუ საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, „სატრანსპორტო ლაბირინთის“ დღევანდელ გადაცემაში გაეცნობით, რომელსაც მედიაჰოლდინგი „ჰერეთი“ წარმოგიდგენთ.
პირველი სტუმარი: პარტია ,,ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელი არჩილ მჭედლიშვილი
მეორე სტუმარი: „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ნიკოლოზ ვარდოშვილი
👉მოუსმნეთ გადაცემას, რომლის წამყვანია ჟურნალისტი ნატო მეგუთნიშვილი👇
წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. მისი შინაარსი„ჰერეთის“ პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.