![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2018/12/ed-sheeran-songwriter-premiere.jpg)
Pollstar-მა მუსიკოსების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებსაც 2018 წელს ყველაზე წარმატებული ტურნე ჰქონდათ.
პირველ ადგილზე ბრიტანელი შემსრულებელი, ედ შერანი მოხვდა მან 54 ქალაქში 94 კონცერტი გამართა. საბოლოოდ, შირანმა 432,4 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
მეორე ადგილზე ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი მოხვდა. ტურმა Reputation 345,1 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა.
მესამე ადგილზე Jay-Z-ი და ბიონსე მოხვდნენ რომლებმაც 254,1 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს.
სიაში ასევე მოხვდნენ პინკი, ბრუნო მარსი, ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯგუფები U2 და Rolling Stones-ი.