კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მუსიკოსი გიორგი სლოევი ციხეში შიმშილობის დაწყებას აპირებს

დაკავებული მუსიკოსი, გიორგი სლოევი ციხეში შიმშილობის დაწყებას გეგმავს. მუსიკოსი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ 2 ძირი მარიხუანა, რის გამოც დააკავეს მას არ ეკუთვნოდა. იგივეს ადასტურებს მეგობარი, გიორგი ჯიმშიაშვილი ვის სახლშიც მუსიკოსი დაკავების დროს იმყოფებოდა.

სასამართლო პროცესი 13 ივლისსაა ჩანიშნული. იმ შემთხვევაში, თუ მას არ გაათავისუფლებენ, ოჯახი აქციების გამართვას გეგმავს.

შეგახსენებთ, მუსიკოს, გიორგი სლოევს, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირების მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რაც 6-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button