მუსოლინის შვილიშვილი ევროპარლამენტის დეპუტატად დაინიშნა [Video]

ყოფილი იტალილელი დიქტატორის, ბენიტო მუსოლინის შვილიშვილი – ალესანდრა მუსოლინი ევროპარლამენტის ყველაზე გავლენიანი ფრაქციის, ევროპის სახალხო პარტიის წევრი გახდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
53 წლის ალესანდრა მუსოლინიმ პოლიტიკური კარიერა 2003 წელს დაიწყო, როცა ნეოფაშისტური პარტია “სოციალური ინიციატივა” დააფუძნა.
ადრეულ წლებში დიქტატორის შვილიშვილმა სამშობლოში კინოფილმებში გადაღებით გაითქვა სახელი . იგი ასევე ჟურნალ Playboy ყდაზე ორჯერ გამოჩნდა.
ბოლო პერიოდში მუსოლინი პარტია “წინ, იტალია”-იას დეპუტატი იყო და ევროკავშირის მიერ რუსეთისადმი დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვდა.