მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

მუზეუმი, რომელიც მუზეუმის შთაბეჭდილებას არ ტოვებს

ლაგოდეხში ერთადერთი მუზეუმი ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, ვაშლოვანის ქუჩაზე მდებარეობს. მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდში 6 ათასამდე ექსპონატია – ძველი ჰერეთისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ქვის, ბრინჯაოს და თიხის ნივთები, სამუშაო იარაღი, სამკაულები, მონეტები.

შედარებით მცირე რაოდენობითაა მხარის ეთნოგრაფიული და ფოტომასალა.

შენობის ფასადი მთლიანად დაზიანებულია. კედლებს საღებავის კვალი დიდი ხანია აღარ ეტყობა. ჩამოცვენილია ბათქაში.

ადმინისტრაციას დაპირდნენ, რომ ფასადს შეკთებედნენ, თუმცა დაპირებად დარჩა.

მუზეუმი, რომელიც მუზეუმის შთაბეჭდილებას არ ტოვებს

მოუსმეინთ დავით ჭაბაშვილის, ნატალია შუბითიძის და გიორგი ალადაშვილის რეპორტაჟს

მსგავსი პოსტები

Back to top button