მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

მზადება 15 მაისის აქციისთვის-რა გეგმები აქვს ოპოზიციას

ოპოზიცია რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების კარდაკარის პრინციპით დაწყებას გეგმავს. პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ 15 მაისის აქციისთვის ემზადებიან.

გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების წარმომადგნელბემა,დღეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

“დეტალურად ვიმსჯელეთ გეგმაზე, საუბარია იმაზე, რომ ჩამოყალიბდება „15 მაისის შტაბი“. ლიდერები გადავინაწილებთ რეგიონებს, სასურველია სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები ვიყოთ ერთად და შევხვდეთ ადამიანებს, მეტი მოტივაცია მივცეთ მათ, კიდევ უფრო დავარწმუნოთ, რომ ოპოზიცია არ აპირებს უკან დახევას. დარწმუნებული ვარ, ეს ერთიანობა აუცილებლად მოიტანს შედეგს. იმედი მინდა ვიქონიო, რომ 15 მაისს ნორმალური ვითარება იქნება ქვეყანაში, მათ შორის, კოვიდის თვალსაზრისით”. – აცხადებს ნინო ბურჯანაძემ

ამასთან ერთად, ოპოზიცია კიდევ ერთხელ მიმართავს პარლამენტს, გააუქმოს მათი სადეპუტატო მანდატები.

“კოლეგებმა გამოთქვეს აზრი, რომ ხელახლა ხომ არ შევიტანოთ ეს საკითხი. ამაზე მსჯელობა არ დასრულებულა. კიდევ არის ერთი ვარიანტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ რატომ არ უქმდება მანდატები. მოგეხსენებათ, ანტიკონსტიტუციურია ის, რაც ხდება. ამაზე იყო მსჯელობა, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია“,- აცხადებს სტრატეგია აღმაშენებლის წევრი, სერგო ჩიხლაძე.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარების ნაწილი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოში პოლიტიკურმა მხარეებმა შეთანხმებას არაერთი მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ მიაღწიეს. მათი განცხადებით ეს გარკვეულწილად ევროკავშირ-საქართველოს შემდგომ ურთიერთობაზე აუცილებლად აისახება.

მსგავსი პოსტები

Back to top button