მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მზადება არჩევნების მეორე ტურისთვის-ოპოზიცია კონსულტაციებს იწყებს

არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ოპოზიციამ კონსულტაციები დაიწყო. როგორც პარტია „ლელოში“ აცხადებენ კონსულტაციები ორი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს – “ქართული ოცნების” მმართველობის დასრულება და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება.

„ჩვენ ახლა ვსაუბრობთ -პირველი: იმის თაობაზე, რომ აუცილებელია “ქართული ოცნება“ დასრულდეს რაც შეიძლება მეტ წერტილში მთელი ქვეყნის მასშტაბით და მეორე: არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საზოგადოებას შევთავაზოთ კოალიციური მმართველობის ეფექტური მოდელი, რომელიც იქნება გამყარებული სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტთა შორის ნიჭის და იდეალების ირგვლივ გაერთიანებაზე – ეს არ არის პიროვნებების ირგვლივ გაერთიანება, ეს არის პრინციპების ირგვლივ გაერთიანება, სადაც ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი არის ძალაუფლების და პასუხისმგებლობის განაწილება,” – აცხადებს გრიგოლ გეგელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button