მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

მზადება უკანონო ბორდერიზაციისთვის

რუსეთის საოკუპაციო ძალები სოფელ მერეთთან გამოჩნდნენ. ოკუპანტებმა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ე.წ საზღვრის გავლების მიზნით, ტერიტორია ბუჩქნარისგან გაასუფთავეს და მალე ბოძების დამონტაჟებასაც დაიწყებენ.

ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, ამოქმედებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი და ინფორმირებულია სადამკვირვებლო მისია.

ოკუპანტების მერეთში გამოჩენას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა. დავით ზალკალიანის უწყება ოკუპანტებს პროვოკაციაში ადანაშაულებს და 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button