მზესუმზირას მოსავალი ნადგურდება – ფერმერები

წელს კახეთში მზესუმზირას მცირე მოსავალს ელოდებიან. ამის მიზაზად კახელი გლეხები უამინდობას ასახელებენ.

ამბობენ, რომ გვალვის გამო, მარცვალი ფუჭდება და ცხიმიანობას კარგავს. გარდა გვალვისა, მზესუმზირას პარტიზანი მცენარე-კელაპტარაც ანდგურებს. ეს მცენარე განსაკუთებით დედოფლისწყაროსა და სიღნაღშია გავრცელებული. ქიზიყში ამბობენ, რომ ამ სარეველასთან ბრძოლა საკმაოდ რთულია, რის გამოც ნათესის ნაწილი ხმება.

კახეთში ამბობენ, რომ 1 ჰა-ზე საშუალოდ 2 ტონამდე მოსავალი მოდის.

“წელს თუ ნალექი არ მოვიდა ამ ფართობზე 500 კილოგრამი მოსავლის აღებაც გაგვიჭირდება და ხარჯებსაც კი ვერ დავფარავთ, 1 ჰექტარზე მზესუმზირას მოყვანა 700-800 ლარამდე ჯდება” – ამბობენ კახელი გლეხები.

მსგავსი პოსტები

Back to top button