მნიშვნელოვანისიახლეები

მზია ამაღლობელის “სისხლის სამართლის” საქმის განხილვა 23 ივნისს, 13:00 საათზე გაგრძელება ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე 18 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის “სისხლის სამართლის” საქმეზე, სასამართლოში ადვოკატების მიერ წარმოდგენილი მოწმე გამოცემა “ბათუმელების” ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე გამოიკითხა. საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.

საერთო ჯამში დაცვის მხარემ სასამართლოს სამი მოწმე წარუდგინა, მომდევნო სხდომებზეც მოწმეთა დაკითხვა გაგრძელდება.

დღევანდელ პროცესზე სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულების, კერძოდ ვიდეო მასალების გამოიკვლია.

მზია ამაღლობელის “სისხლის სამართლის” საქმის განხილვა 23 ივნისს, 13:00 საათზე გაგრძელება. ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე 18 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება.

დღევანდელ სასამართლო პროცესებზე პერიოდულად, მზიას მხარდამჭერების მხრიდან ხმაური იყო. მათი თქმით, აღნიშნული სასამართლოს მხრიდან, სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვთ.

სხდომის პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, შეძახილებით “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.

თავი სამართალდამრღვევად არ მიმაჩნია, იმიტომ რომ სტიკერის გაკვრა დანაშაული არ არის! – ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სხდომა მიმდინარეობდა.

როგორც ამაღლობელმა აღნიშნა. სტიკერის გაკვრა იყო სოლიდარობის და პროტესტის გამოხატვა აქციის იმ მონაწილეების მიმართ, როლებიც უკანონოდ დააკავეს.

„არ ვიცი სამართალში პრაქტიკაში როგორაა, მაგრამ ერთ შემთხვევაზე, სტიკერის გაკვრაზე, მეორედ რომ მასამართლებენ, ეს უსამართლოდ მიმაჩნია და მინდა იცოდეთ. შეურაცხმყოფლად მიმაჩნია ასევე ის, რომ იერსახის დამახინჯებას მედავებიან. იმ ქალაქში, სადაც ვცხოვრობდი, ბათუმში, ადმინისტრაციაში ჩემი ხელმოწერით არაერთი განცხადებაა შეტანილი და ნებართვაც მაქვს მოპოვებული, როცა ვიცოდი, რომ რაღაცისთვის ნებართვის მოპოვება მჭირდებოდა. არ მიმაჩნია სამართალდამრღვევად თავი, იმიტომ რომ სტიკერის გაკვრა დანაშაული არ არის და მით უფრო, ჩემს შემთხვევაში. „იფიცება საქართველო“ ძალიან კეთილშობილური მესიჯია. ეს სტიკერის გაკვრა იყო სოლიდარობის და პროტესტის გამოხატვა აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც უკანონოდ დააკავეს. სტიკერი გავაკარი და ეს იყო გამოხატვა, სოლიდარობის და პროტესტის ფორმა“,- განაცხადა მზია ამაღლობელმა.

ცნობისთვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე 11 იანვარს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციის მსვლელობისას სტიკერის გაკვრის ფაქტს უკავშირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button