მზია ბებოშვილი ევროპის ჩემპიონია [Video]
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, კადეტთა ევროპის ჩემპიონატის პირველივე დღეს, 52-კგ. წონითი კატეგორიის ფინალში, მზია ბებოშვილმა ავსტრიელი ლიზა დენგი დაამარცხა.
ფინალამდე, ბებოშვილმა 4 შეხვედრა მოიგო და დაამარცხა ძიუდოისტები: ისრაელიდან, იტალიიდან, ხორვატიიდან და რუსეთიდან. ქალთა ქართული ძიუდოს ისტორიაში, მზია ბებოშვილი მეორე ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა.
2 წლის წინ, ევროპის ჩემპიონი მარიამ ჯანაშვილი გახდა. თავად მზია ბებოშვილი, პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელსაც ოფიციალურ შეჯიბრებებში საქართველოს სახელით მედლები მოუპოვებია. ის ორი წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა კი ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს: 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ვერცხლის მედლის მფლობელი 50 კგ. წონით კატეგორიაში, გიორგი ნიაზაშვილი გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს, რობინზონ ბეგლარაშვილი (60 კგ.) და ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ.) დაეუფლნენ.