მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

აჭარაში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1986 წელსა და 1966 წელს დაბადებული ორი პირი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებიდან ერთ-ერთმა მიმდინარე წლის 18 თებერვალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ გოგოს — 1982 წელს დაბადებულ ნ.ჩ.-ს, რომელმაც შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ნ. ჩ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

პოლიციამ ბათუმში მეუღლის დედის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დააკავა 1966 წელს დაბადებული პ.გ. დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია.

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით კიდევ ოთხი პირი: 1974 წელს დაბადებული ბ.ჭ., 1985 წელს დაბადებული კ.ძ., 1997 წელს დაბადებული მ.გ. და 1981 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ბ. დააკავეს.

გამოძიება ოჯახური ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს.

უწყებამ ოჯახში ძალადობის ბრადლების, ჟამში, 6 პირი დააკავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button