”ნაციონალური მოძრაობა“ 5 ოქტომბერს აქციის გამართვას გეგმავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო კამპანიას 5 ოქტომბერს დაასრულებს. მოძრაობა დასკვნით შეხვედრას ამომრჩევლებთნ 16.00 საათზე, ,,ვარდების რევოლუციის მოედანზე“ გამართავს.

ნიკა მელია , 5 ოქტომბერს მრავალათასიან აქციას აანონსებს, მისი განცხადებით ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი არა მატო „ვარდების რევოლუციის“ მოედანს დაიკავებს , ასევე რუსთაველსა და „თავისუფლების მოედანსაც” მოიცავს.

„აქცია იქნება მრავალათასიანი. ეს იქნება დასკვნითი კამპანიის შეხვედრა, სადაც უპრეცედენტოდ ხალხმრავალი აქცია გაიმართება, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ მხარდამჭერებს საქართველოს ყველა რეგიონიდან ელოდება.
აქციასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობა“ მერიის ინფორმირებას დღეს მოახდენს.

„დღეს სანქციაზე შევიტანთ ცნობას მერიაში. ჩვენ ვიცავთ კანონს და ეს იქნება 5 დღით ადრე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button