“ნაციონალური მოძრაობა”ცესკოს მონაცემებს აპროტესტებს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს ცენტრალური კომისიის შედეგებს აპროტესტებს. პარტიის ლიდერები ცესკოს შენობაში შევიდნენ, სადაც თამარ ჟვანიასთან შეხვედრა უნდა შედგეს.
როგორც ცნობილია, პარტიის წევრებმა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოითხოვეს ცესკოს თავმჯდომარესთან შეხვედრა. ისინი ხმების დაცვას მოითხოვენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე შეკრებილები ოქმების დაგვიანებით ატვირთვას და შედეგების ვებ-გვერდზე დაგვიანებით განთავსებას და ოთხი ტელეკომპანიის მიერ ჩატარებული ეგზითოლების და ცესკოს შედეგების მსგავსებას აპროტესტებენ.
ცეკოსთან შეკრებილი წევრები აცხადებენ, რომ იმ ოლქებში და უბნებში, სადაც დარწმუნებულები იყვნენ გამარჯვებაში, “ქართულმა ოცნებამ” დაარბია. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას ადანაშაულებენ ივანიშვილის მარიონეტობაში.
ტელეომპანია რუსთავი2-ის ცნობით , ცესკოსთან ენმ-ის აქციაზე გიორგი გაბედავა მივიდა, რომელიც ენმ-ის ლიდერებისგან მათი მმართველობის პერიოდში ციხეში დაჭერის მიზეზებზე პასუხს ითხოვდა.
ცესკოსთან შეკრებილებმა გიორგი გაბედავას “რუსეთის აგენტი” უწოდეს და აქციის დატოვება მოსთხოვეს.ენმ-ის წევრებმა გაბედავას უთხრეს, რომ ის აქციაზე პროვოკაციისთვის იყო მისული.
ცესკოს შენობაში და გარე პერიმეტრზე სპეცრაზმია მობილიზებული
Foto: Netgazeti