ნადეჟდა სავჩენკო სასამართლოზე დასკვნითი სიტყვის წარმოსათქმელად მიიყვანეს [Photo/Video]

უკრაინელი მფრინავი, ნადეჟდა სავჩენკო 9 მარტს როსტოვის ოლქის დონეცკის სასამართლოში მიიყვანეს, – იუწყება ტელეარხი ТСН.

ტელეარხის ინფორმაციით, სავჩენკო სასამართლოს ეზოში პოლიციის 5 მანქანის თანხლებით შეიყვანეს. დონეცკის საქალაქო სასამართლოს შენობასთან თავი მრავალმა ჟურნალისტმა მოიყარა. დღევანდელი სხდომა კიევის დროით – 10 საათზე უნდა დაწყებულიყო.

მსჯავრდებული დასკვნითი სიტყვით უნდა გამოვიდეს, რომელიც მან ადრე Facebook-ზე გამოაქვეყნა.

მფრინავი ქალის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იგი დასკვნით სიტყვაში სასამართლოს მოახსენებს, რომ ჟურნალისტების მკვლელობასა და რუსეთ-უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში თავს დამნაშავედ არ თვლის.

მსჯავრდებული აგრეთვე აღნიშნავს, რომ რუსეთის სასამრთლოს არ ენდობა, განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებს და მისი გამოტანის შემდეგ კვლავ შიმშილობას გამოაცხადებს.

როგორც ცნობილი გახდა, სავჩენკომ მიმდინარე წლის 4 მარტს მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. უკრაინის მოქალაქის გადაწყვეტილების მიზეზი სასამართლოში მისი დასკვნითი სიტყვის გადატანა გახდა, რომელიც დღეისთვის – 9 მარტისთვის გადაიდო.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ ნადეჟდა სავჩენკოსთვის 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. ბრალდებულის ადვოკატი კი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელ სამხედროს – ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინის ლუგანსკის ოლქში 2014 წლის 17 ივნისს ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში ადანაშაულებენ. პროკურატურის მტკიცებით, სავჩენკომ საარტილერიო ცეცხლი სოფელ მეტალისტის მშვიდობიან მცხოვრებლებს გაუხსნა, რა დროსაც რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომლები დაიღუპნენ. დაცვის მხარის მტკიცებით კი სავჩენკო რუსი ჟურნალისტების გარდაცვალებამდე ტყვედ ჩავარდა, შესაბამისად, ის საარტილერიო ცეცხლს ვერ დააკორექტირებდა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”30930″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button