ნადეჟდა სავჩენკოს რუსულმა სასამართლომ 22 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ნადეჟდა სავჩენკოს რუსულმა სასამართლომ 22 წლით პატიმრობა მიუსაჯა და ჯარიმის სახით 30 000 რუბლი დააკისრა.
დონეცკის საქალაქო სასამართლომ უკრაინელი პილოტი პროკურატურის მიერ წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
სასამართლო სავჩენკოს ბრალდებას ორი დღის განავლობაში კითხულობდა. სასამართლომ რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში დამნაშავედ გუშინ სცნო. სასჯელის ზომად 22-წლიანი პატიმრობა კი დღეს მიუსაჯა.
პროკურატურა მისთვის 23-წლიან პატიმრობას ითხოვდა. ნადია სავჩენკო თავს დამნაშავედ არ სცნობს.
შეგახსენებთ, ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინის ლუგანსკის ოლქში, 2014 წელს დაღუპული რუსი ჟურნალისტების მკვლელობა ედება. უკრაინელი პილოტის თქმით, ის რუსმა სეპარატისტებმა ტყვედ ჟურნალისტების დაღუპვამდე აიყვანეს და რუსულ მხარეს გადასცეს.
განაჩენის კითხვის დასრულებისთანავე, სავჩენკომ უკრაინის ჰიმნის შესრულება დაიწყო.