ნადია სავჩენკო რუს სამხედროებში გაცვალესდა უკრაინაში ბრუნდება

უკრაინელი მფრინავი ქალი, ნადია სავჩენკო, რომელიც რუსეთში დააპატიმრეს, გათავისუფლებულია და იმყოფება თვითმფრინავში, რომლითაც უკრაინაში მიდის.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინაში, თავის მხრივ, გაათავისუფლეს ორი რუსი პატიმარი და ისინიც სამშობლოში ბრუნდებიან.

უკრაინის პრეზიდენტ, პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაცია იუწყება, რომ მალე გაავრცელებს საგანგებო განცხადებას.

უკრაინელ სამხედრო მფრინავ ნადია სავჩენკოს რუსეთში წელს მარტში 22 წლით პატიმრობა მიუსაჯეს აღმოსავლეთ უკრაინაში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით. სავჩენკო უარყოფს ბრალდებებს. ხოლო უკრაინამ რუსეთის ორ მოქალაქეს – ალექსანდრ ალექსანდროვსა და ევგენი ეროფეევს – 14-14 წლით პატიმრობა მიუსაჯა აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარეს ბრძოლისათვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button