“ნადიმ პაქსაძე პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა”

პროკურატურამ 21 წლის ნადიმ პაქსაძე, რომელსაც არასრულწლოვან მეუღლესთან ორი შვილი ჰყავს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

ინფორმაცია პროკურატურამ გაავრცელა, რომელშიც განმარტავს, რომ უწყებამ პაქსაძის მიმართ დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების და მსგავსი დანაშაულის პრევენციის მიზნით, პროკურატურა მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს.

ნადიმ პაქსაძის წინააღმდეგ საქმე მას შემდეგ აღძრეს, რაც 12 ნოემბერს, ბათუმის იუსტიციის სახლში მეორე შვილის დაბადება დაარეგისტრირა. პაქსაძის განმარტებით, 19 წლის ასაკში ცოლად არასრულწლოვანი, 13 წლის მაია სოლომონიძე შეირთო, თუმცა ამ საკითხით 2013 წელს, პირველი შვილის დაბადების რეგისტრაციისას არავინ დაინტერესებულა.

ნადიმ პაქსაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 140-ე მუხლით მიმდინარეონბდა, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button