ნაირა გელაშვილმა “ტოლერანტობის ქომაგის” ჯილდო დაუბრუნა

მწერალმა ნაირა გელაშვილმა სახალხო დამცველს “ტოლერანტობის ქომაგის” ჯილდო დაუბრუნა. გელაშვილის თქმით, მისი პროტესტი “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიასა და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისთვის “ტოლერანტობის ქომაგის” ჯილდოს გადაცემამ გამოიწვია.

“უჩა ნანუაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” თავკაცებს, ბოროტმოქმედებს მიანიჭა „ტოლერანტობის ქომაგის“ წოდება და თანაც, 7 ნოემბრის 10 წლისთავზე, როდესაც ათი წლის წინ არნახული ხოცვა-ჟლეტა და დარბევა განახორციელა “ნაციონალურმა მოძრაობამ” ამ ადამიანების მონაწილეობით, ხოლო “რუსთავი 2″ ყოველთვის იყო ამ ბოროტების რუპორი და თანამოქმედი”, – თქვა ნაიარა გელაშვილმა.

ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ გიგა ბოკერიასთვის „ტოლერანტობის ქომაგის” პრიზის გადაცემასთან კავშირი არ აქვს და ეს გადაწყვეტილება რელიგიური საბჭოს წევრთა უმეტესობის მიღებულია.

ამ თემას რუსთავი ორის გენერალური დირექტორიც გამოეხმაურა. ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწერა.

“ნაირა გელაშვილი შესანიშნავი მწერალია, მაგმ არის სამარცხვინო საზოგადო მოღვაწე. დიახ, ასეთ მოფაშისტო ელემენტებს ტოლერანტობის ჯილდო არ უნდა ქონდეთ. კარგი უქნია, თუ დააბრუნა. მას ქსენოფობიის ჯილდოს გადასცემს კორკოტა. – წერს ნიკა გვარამია.

სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ 2017 წლის “ტოლერანტობის ქომაგები” დააჯილდოვა. წლევანდელი ტოლერანტობის ქომაგი საქართველოს პარლამენტის წევრი გიგა ბოკერიაც გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button