სპორტი

ნახევარფინალამდე ერთი ნაბიჯია: პსჟ თუ მიუნხენის „ბაიერნი“?

განმეორებით მეოთხედფინალურ შეხვედრას დღეს პარიზი უმასპინძლებს. პოჩეტინოს გაწვრთნილებს დიდი ფორა აქვთ აღებული. მიენხენში მათ, უძლეველი ბაიერნი 3:2 დაამაცხეს. „ალიანც არენაზე“ გამარჯვების დიდი წვლილი ფანტასტიური კილიან მბაპეს ანგარიშზეა.

ჰანს ფლიკი იმედს არ კარგავს და როგორც მატჩინწინა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ყურადღებას, საკუთარ კედლებში გამოუყენებელ ბევრ საგოლე მომენტს მიაქცევს. ამბობს, რომ მისი ფეხბურთელები მსგავს შეცდომებს აღარ დაუშვებენ და ნახევარფინალის საგზურისთვის ბოლომდე დაიხარჯებიან.

„რეკორდმაისტერის“ თავკაცი აქვე წუხილს იმაზე გამოთქვამს, რომ გუნდს წამყვანი ფეხბურთელები ვერ დაეხმარებიან. მოედანზე არ იქნება რობერტ ლევანდოვსკი, ნიკლას ზიულე, დუგლას კოშტა და კორენტენ ტოლისო.

მეორე მხრივ, გერმანული გრანდისთვის შეუძლებელი არაფერია და თეორიულ შანსს ისიც უმყარებთ, რომ პსჟ-ს სჩვევია პირველი სოლიდური მატჩის შემდეგ მიღწეული შედეგის განიავება.

ბაიერნის მთავარი გეგმა 2 უპასუხო გოლის გატანაა. იმ შემთხვვაში თუ პარი სენ-ჟერმენი საკუთარ მოედანზე თუნდაც 1 გოლის გატანას მოახერხებს, რასაც ალბათ არავინ გამორიცხავს, – მაშინ რეკორდმაისტერს მხოლოდ მინიმუმ 4:3 მოგება უშველის. ეს კი არც ისე იოლი შესასრულებელია.

ჩემპიონთა ლიგის მთავარი და გადამწყვეტი მეოთხდფინალური შეხვედრა დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button