ნახევარფინალების თარიღები და ფინალის შეუცვლელი ლოკაცია… უეფამ განცხადება გამოაქვეყნა

ფეხბურთის ევროპულმა ფედერაციამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ნახევარფინალების განრიგი გამოაქვეყნა.
27 აპრილს მადრიდის „რეალი“ „ჩელსის“ უმასპინძლებს. 28 აპრილს კი „პსჟ“ „მანჩესტერ სიტის“ დაუხვდება.
განმეორებითი შეხვედრები 4 და 5 მაისს ჩაინიშნა. პირველი მატჩი ქალაქელებსა და პარიზულ გრანდს შორის შედგება. ოთხსაბათს კი ლონდონელები სამეფო კლუბს მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო წრეებში რამდენიმე დღეა, ჩემპიონთა ლიგის მასპინძელი ქალაქის შეცვლაზეა. საუბარი.
უეფა-ს ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ თურქეთში რთული ეპიდვითარებაა, -კოვიდ რეგულაციების მკაცრი კონტროლის ფარგლებში, ლიგის ფინალი კვლავ სტამბულში, „ათა-თურქის“ სახელობის სტადიონზე გაიმართება.
„ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 2021 წლის 29 მაისს სტამბულში ოლიმპიურ სტადიონზე ჩატრდება„ როგორც დაგეგმილი იყო“. – წერია უეფა-ს განცხადებაში.