მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს-ევროპელი ლიდერები

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი. ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, „ქართული დიქტატურის“ მიზნი ოპოზიციის განადგურებაა, როგორც ეს რუსეთსა და ბელარუსში იყო.
“როგორც ჩანს, ქართული დიქტატურის მიზანია, მთლიანი პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება – როგორც ეს მოხდა რუსეთსა და ბელარუსში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს. ქართული რეჟიმის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები გარდაუვალია თუ დემოკრატიები აპირებენ წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის იმპერიის გაფართოების ამბიციებს,” – წერს მიხელსონი.

ამ წამს კიდევ ერთი ქართველი ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკა მელია ქუჩაში დააკავეს, საქართველოში ვითარება უარესდება. ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“ამ წამს კიდევ ერთი ქართველი ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკა მელია ქუჩაში დააკავეს. ერთი კვირის წინ – ზურაბ ჯაფარიძე. საქართველოში ვითარება უარესდება. ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა უნდა იმოქმედონ!” – წერს იუკნევიჩიენე.

“როგორც ჩანს, ქართული დიქტატურის მიზანი ყველა პოლიტიკური ოპოზიციის აღმოფხვრაა – ისევე, როგორც ეს რუსეთსა და ბელარუსში გაკეთდა. ნიკა მელიას დაპატიმრება, სავარაუდოდ, უკანასკნელი არ იქნება. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს რეაგირება და დაიწყოს უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცესი. თუ დემოკრატიები რუსეთის იმპერიის ექსპანსიონისტური ამბიციების წინააღმდეგობის გაწევას ისახავენ მიზნად, საქართველოს რეჟიმის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები გარდაუვალია”
– ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი X-ზე წერს და ნიკა მელიას დაკავებას ეხმიანება.4

კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმიანება და წერს, რომ გამოსავალი სანქციებია.
“ანტიამერიკული “ქართული ოცნების” რეჟიმმა ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი ნიკა მელია იმავე ცრუ საბაბით დააკავა, როგორც წინა თავდასხმისას ოპოზიციაზე. ცხადია, რომ ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს, რათა ქვეყანა ჩინეთს მიჰყიდონ. სანქციები გამოსავალია!” – წერს უილსონი.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია ცოტა ხნის წინ ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button