მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ნამახვანჰესის” აშენებაზე ENKA-ს უარს პოლიტიკოსები აფასებენ

ENKA-ს მიერ კონტრაქტის გაუქმებას მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში ეხმაურებიან. „ქართულ ოცნებაში“ პროექტის შეწყვეტას მოწინააღმდეგეების მიერ გამართულ საპროტესტო აქციებს უკავშირებენ.

“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ენერგოდამოუკიდებლობის ამ მიმართულებით ქვეყანაში ინვესტიციები გაგრძელდეს.

“არაკორექტული განცხადებები, რიგ შემთხვევაში, რომელსაც ამ აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ იყო მთლიანად დამაზიანებელი აღნიშნულ ინვესტორთან ურთიერთობებისთვის და შემდგომი ინვესტორის მოძიების პირობებშიც, რა თქმა უნდა, ამ ფაქტორებს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. ადამიანები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იყვნენ ჩართული ნამახვანჰესის ენკას და მთლიანად ამ პროცესი დისკრედიტაციის საქმეში ემსახურებოდნენ ჩვენი მტრის ინტერესებს,” – აცხადებს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი.

ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ENKA-ს მიერ პროექტის შეწყვეტა მხოლოდ ხეობაში გამართულ საპროტესტო აქციების შედეგად არ მომხდარა.
კომპანიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპოზიციას და პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს.

“მოხდა მძიმე შემთხვევა, რომელიც ხელს არ უწყობს ამ ქვეყნის სუვერენიტეტის დამყარებას. ვვარაუდობ მაღალი ალბათობით, რომ არა უბრალოდ იქ საპროტესტო აქციების შედეგად იქნა ამ პროექტის გაუქმება, არამედ ბიძინა ივანიშვილის ინტერესია,” – განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია, ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს და უარს ამბობს $800-მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის აშენებაზე, რომელსაც თვეების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა აქტივისტების ჯგუფი.

მსგავსი პოსტები

Back to top button