მნიშვნელოვანისიახლეები

“ნამოხვაჰესის” მოწინააღმდეგეებმა რიონის ხეობაში შესასვლელი გზები ჩაკეტეს

“ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეები კომპანია „ენკას“ რიონის ხეობაში მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევენ. აქციის მონაწილეებს გზა აქვთ გადაკეტილი სოფელ ტვიშთან. კარვებია გაშლილი „ენკას „საწყობთან, გუმათის ჰესთან და სოფელ ტვიშში.

საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ხეობაში შესასვლელი გზები ჩაკეტილია როგორც ქუთაისიდან, ისე რაჭიდან.გადაადგილებაზე მოსახლეობას პრობლემა არ ექმნება.

შეგახსენებთ, “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქცია 200 დღეზე მეტ ხანს რიონის ხეობაში იმართებოდა, 23 მაისიდან აქციებმა დედაქალაში გადმოინაცვლა, 26 მაისს“ნამოხვანჰესის” მოწინააღდმეგეებმა დედაქალაქიდან ისევ რიონის ხეობაში გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეთა მოტხოვნები უცვლელია,დატოვოს კომპანია “ენკამ” რიონის ხეობა,ასევე გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button