მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“ნამოხვანჰესის” მომხრეებმა წყალტუბოში საპროტესტო აქცია გამართეს

“ნამოხვანჰესის” მომხრეებმა წყალტუბოში საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილობრივები ჰესის მშენებლობას ითხოვენ და ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

“ჩვენ გვინდა ჰესი, რადგან ეს ხეობის განვითარების ერთადერთი გზაა. არ გვეძლევა მუშაობის უფლება. ვართ ბულინგის მსხვერპლი, გვესვრიან ქვებს. რა უფლება აქვთ პროდუქტს რომ არ ატარებენ სოფლებში? მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ დაიცვას ჩვენი უსაფრთხოება,”-აცხადებენ ადგილობრივები.

ნამოხვანჰესის მომხრეები ხელისუფლებისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ და მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button