მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეები დღეს სხვადასხვა ადგილების პიკეტირებას გეგმავენ

“ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეები დღეს 16:00 საათზე მსვლელობას და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ადგილების პიკეტირებას გეგმავენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებთ, აქცია დღეს უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

„ვაწყობთ მსვლელობას, რომელიც მნიშვნელოვანი ადგილების პიკეტირებას მოახდენს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დედაქალაქის მოსახლეობას, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს იქამდე და უზრუნველყოთ თითოეულმა ჩვენგანმა, ჩვენი ბრძოლისუნარიანობით, ჩვენი განწყობით, ჩვენი ჟინით, რომ არ გავჩერდებით იქამდე, ვიდრე არ მივაღწევთ შედეგს. რაც არ უნდა დაღლა ვიგრძნოთ, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ბრძოლა.

გულწრფელ და სამართლიან ბრძოლას აჰყვება მთელი ქვეყანა და განსაკუთრებით დედაქალაქი. ხვალ უფრო მეტ ძალას ვაჩვენებთ ვიდრე დღეს აქ ვართ წარმოდგენილი. გაცილებით მეტნი ვიქნებით, თუნდაც ამ მოედანზე. ლოკაციას სპეციალურად არ ვაცხადებთ დღეს. მოვაწყობთ პიკეტირებას და ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ქართველი ხალხის მოთხოვნა”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

“ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან დედაქალაქში 23 მაისს გადმოინაცვლა. აქციის მონაწილეები ითხოვენ, შეჩერდეს “ნამოხვანჰესის” მშენებლობა და კომპანია “ენკამ” დატოვოს რიონის ხეობა, ასევე თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა. ასევე ითხოვენ, დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში – აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button