მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქცია ხვალიდან ისევ რიონის ხეობაში გადაინაცვლებს

“ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეები ხვალ ისევ რიონის ხეობაში დაბრუნდებიან და ადგილზე ხელს შეუშლიან კომპანიის მუშაობას. ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

“სიტყვა ნათქვამია, პროცესი გამოაშკარავებულია… გადავწყვიტეთ, რომ ხვალ ისევ ამ სცენიდან მივმართოთ ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობას და ამ ბრძოლაში ჩართულ ადამიანებს და ხვალიდან ჩვენ დავიძრათ კოლონით აბსოლუტურად თავაწეულმა და დიდი არგუმენტაციით, რომ მთლიანად გაშიშვლებულია პროცესი… ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ხელი შევუშალოთ კომპანიის მუშაობას რიონის ხეობაში და არ მივცეთ მათ საშუალება მუშაობის”, – თქვა ვარლამ გოლეთიანმა თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე .მან ასევე ილაპარაკა „ნამოხვანჰესის“ ხელშეკრულებაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნის შესახებ.

„გასაჯაროვდა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა. ეს არის 2019 წლის 30 მარტის დოკუმენტი, სადაც დაწუნებულია ნამახვანჰესების კასკადი და უკიდურესად კრიტიკული შინაარსი აქვს ამ დოკუმენტს“, – აცხადებს გოლეთიანი . მისი განმარტებით ეს დოკუმენტი აქამდე იყო კონფიდენციალური.

როგორც ვარლამ გოლეთიანი ამბობს, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა იუსტიციის სამინისტროს დასკვნები.

„ვხედავთ, რომ სამინისტროს დასკვნები არ არის მხედველობაში მიღებული და გაფორმებულია კომპანიასთან ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება“, – თქვა გოლეთიანმა. მისი შეფასებით, დოკუმენტის შინაარსი კრიტიკულზე მეტია, „პირდაპირ მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ არ უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება“.

შეგახსენებთ “ნამოხვანჰესის” ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია დედაქალაქში 23 მაისიდან იმართება. აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ თუ არ შესრულდებოდა მათი მოთხოვნები, თბილისის ქუჩების პარალიზებას შეეცდებოდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button