“ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეები დღესაც შეიკრიბნენ-რა ხდება რიონის ხეობაში
“ნამოხვნჰესის” მოწინააღმდეგეები გზების გადაკეტვას დღესაც გეგმავენ. რიონის ხეობის მცველები გუმათის შესასვლელთან, კომპანია “ენკას” ბაზის ტერიტორიაზე არიან შეკრებილები. ისინი ამბობენ, რომ ტერიტორიაზე “ენკას” კუთვნილ არცერთ ავტომობილს არ შეუშვებენ.
“ჩვენ გადავუკეტავთ გზას ნებისმიერ სპეცტექნიკასა და კომპანია ” ენკას” კუთვნილ ავტომობილებს. მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ შეექმნება… სახელმწიფო პოლიციის ხელით აგრძელებს რეპრესიებს მოქალაქეების მიმართ ნაცვლად იმისა, რომ ანგარიში გაუწიოს ხალხის ხმას”,- თქვა რიონის ხეობის მცველმა, კახა ასათიანმა.
გუმათის შესასვლელთან ამ წუთებში საპატრულო პოლიცია და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
“ნამოხვანჰესის” მოწინააღდეგეთა აქტიური პროტესტის მიუხედავად, კომპანია „ენკა“ ჰესის მშენებლობის გაგრძლებას მაინც აპირებს.
შეგახსენებთ, “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქცია 200 დღეზე მეტ ხანს რიონის ხეობაში იმართებოდა,
23 მაისიდან აქციებმა დედაქალაში გადმოინაცვლა, 26 მაისს“ნამოხვანჰესის” მოწინააღდმეგეებმა დედაქალაქიდან ისევ რიონის ხეობაში გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია, დატოვოს კომპანია “ენკამ” რიონის ხეობა, ასევე გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.