მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები კომპანია “ენკასთან” კონტროლს აძლიერებენ

რიონის ხეობაში კომპანია “ენკას” საწყობთან იმაზე მეტი აქტივისტი შეიკრიბება ვიდრე აქამდე იყო , ამის შესახებ საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კომპანია “ენკას” ავტომობილები სამართალდამცავების დახმარებით შევიდნენ ტერიტორიაზე.

„იმ ადგილზე, იმ დროისთვის არ იყვნენ დიდი რაოდენობით ჩვენი აქტივისტები, ამიტომ სპეცდანიშნულების რაზმმა გზიდან გადაწიეს ჩვენი თანამებრძოლები და რამდენიმე ავტომანქანა გაატარეს. მოქმედების გეგმას შევცვლით და რკინის ბარიკადთან დღის განმავლობაში არ ვიქნებით, ნაწილი ჩავალთ „ენკას“ ბაზასთან, ხოლო ნაწილი კიდევ ერთ შემოვლით გზაზე დადგება“, – აცხადებს „რიონის ხეობის მცველი“, ვარლამ გოლეთიანი.

შეგახსნებთ, რიონის ხეობის მცველები გუმათის შესასვლელთან, კომპანია “ენკას” ბაზის ტერიტორიაზე ყოველდღიურად იკრიბებიან ისინი ამბობენ, რომ ტერიტორიაზე “ენკას” კუთვნილ არცერთ ავტომობილს არ შეუშვებენ.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია, დატოვოს კომპანია “ენკამ” რიონის ხეობა, ასევე გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button