მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების მხარდამჭერი აქცია თელავში

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. ლოპოტა ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები, ნამახვანში ჰესის მშენებლობის საპროტესტოდ გასულ მოსახლეობას თანადგომას უცხადებენ.

ერთ- ერთი ადგილობრივის, ქეთევან ხორნაულის განმარტებით, რიონისა და ლოპოტას ხეობის მცველებს ერთი პრობლემა აერთიანებთ.

” ჩვენ ერთი პრობლემა გვაქვს და ორივე ბრძოლა არის სამართლიანი. ეს არის ჩვენი მიწა- წყალი, რომლესაც ვიცავთ. ჩვენ ვუერთდებით რიონის მცველების სამართლიან პროტესტს და მივმართავთ ჩვენგან არჩეულ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს მოსახლეობის აზრი”- განაცხადა ხორნაულმა.

ლოპოტას ხეობაში ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად, კარავი სოფელ ლაფანყურთან, 22 მარტიდან დგას.

ხეობაში 6 მეგავატიანი სიმძლავრის ჰესის მშენებლობისათვის, კომპანია “ლოპოტა- ართანამ” ნებართვა 2018 წელს მიიღო, თუმცა ადგილობრივების პროტესტის გამო, მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა.

თითქმის ექვსი თვეა პროტესტი გრძელდება რიონის ხეობაშიც. ადგილობრივი მოსახლეობა, ნამახვანში ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგია.პროექტის მიხედვით, ჰესების კასკადის სავარაუდო წლიური გამომუშავება 1496 გგვტ.სთ იქნება.

ის ექსპლუატაციაში 2023 წელს შევა და საინვესტიციო ღირებულება 750 მლნ აშშ დოლარია.

ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეების ინფორმაციით, ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შედეგად, ცაგერის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში, კულტურული მემკვიდრეობის 19 ძეგლი, რომელთა შორის 14 ეკლესიაა, ჰესების კასკადის უარყოფითი ზეგავლენის არეალში ექცევა.

მთლიანად წყლით დაფარვა ემუქრება სოფლებს მოლეკურას, ქვედა ონჭეიშს, მექვენა-ვანიჭალას და 13 არქეოლოგიურ ობიექტს, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-IV ათასწლეულით თარიღდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button