მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები გუმათში რკინის ჯებირების აღებას ითხოვენ

ნამოხვანჰესიის მოწინააღმდეგეები ქუთაისიდან ისევ სოფელ გუმათში ჩავიდნენ. ისინი რკინის ბარიკადების აღებას და ნამახვანში გადაადგილების უფლებას ითხოვენ.

რიონის ხეობის მცველებს რკინის ჯებირთან ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული.

“მოვუწოდებთ დღესაც ხელისუფლებას და საპოლიციო ძალებს აიღონ ეს კედელი, გაგვითავისუფლონ გზა რათა შევძლოთ მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება ნამახვანში, ისევ ჩვენი კარვების სივრცეში ანუ ვითხოვთ კარვების სივრცის დაბრუნებას. თუკი არ იქნება გათვალისწინებული, როგორც გუშინ დავაანონსეთ აქციაზე, მოვუწოდებთ მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას, რომ თავთავიანთ სივრცეებში, ქალაქებში, ქუჩებზე, მაგისტრალებზე მოხდეს პიკეტირება”, – თქვა რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა.

ნამოხვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი რიონის ხეობაში 170 დღეზე მეტია გრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button