მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ნათია თურნავას გადადგომასაც ითხოვენ

ქუთაისში ნამოხვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაა. აქციის მონაწილეები დღეს უკვე ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომასაც მოითხოვენ.

“ჩვენ მხოლოდ იმ მიზნით შევხვდი ეკონომიკის მინისტრს, რომ გვინდოდა საზოგადოების რაც შეიძლება დიდი ნაწილის კითხვებისთვის გაეცა სახელმწიფოს პასუხი, მაგრამ თვითონვე ჩამოიხსნა ნიღაბი ხელისუფლებამ, როდესაც გაგვექცნენ ამ შეხვედრიდან და შემდეგ ჩვენ დაგვიწყეს დაბრალება, რომ თითქოს ჩვენ ჩავშალეთ შეხვედრა. ჩვენ კი ვიცით პასუხები ამ კითხვებზე, მაგრამ გვინდოდა, რომ ყველასთვის გასაგები ყოფილიყო, რომ მათ არანაირი არგუმენტი არ აქვთ, თუ რატომ თმობენ ამ სახელმწიფო ინტერესს აქ.

რასაკვირველია ამაზე პასუხები არ არის და ისინი გაიპარნენ ამ შეხვედრიდან. ამიტომ, ვითხოვთ გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. რომელმაც ათასობით ადამიანს, რომელსაც კითხვებზე პასუხები სჭირდებოდა შეურაცხყოფა მიაყენა.

ჩვენ არ ვართ ხალხი, რომელიც ემოციებს აჰყვა. ჩვენ ვართ ხალხი, რომლებმაც ჩავიხედეთ საკითხის შინაარსში და მივხვდით, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი. ჩვენ მშვიდობიანად მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ აღიარონ თავიანთი შეცდომები და რასაკვირველია, გადადგეს ეკონომიკის მინისტრი”, – ამბობს, “რიონის ხეობის მცველი”, ვარლამ გოლეთიანი.

შეგახსნებთ,ქუთაისში ნამოხვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მხარს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ პოლიტიკოსებიც უჭერენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button