მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“ნამოხვანჰესის”მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები აიღეს

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები აიღეს.ისინი პროტესტს კვლავ რიონის ხეობაში განაგრძობენ

მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ვარლამ გოლეთიანის თქმით, ის დარღვევები, რაზეც ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები საუბრობენ, გამოჩნდა იუსტიციის სამინისტროს დასკვნაშიც.

“დარღვევები სახეზეა, ჩვენ რასაც ვამბობდით, იუსტიციის სამინისტროს დასკვნაშივე წერია მთელი ის ჩამონათვალი რასაც ამდენი ხანი, 212 დღეა ვაპროტესტებთ. გადაიკეტება ხეობაში შესასვლელი გზები კომპანიის მანქანებისთვის მხოლოდ. ბუნებრივია მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება,”- აღნიშნა გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქცია 200 დღეზე მეტ ხანს რიონის ხეობაში იმართებოდა, 23 მაისიდან აქციებმა დედაქალაში გადმოინაცვლა, დღეს 26 მაისს, 16 საათზე “ნამოხვანჰესის” მოწინააღდმეგეები თბილისში კიდევ ერთ აქციას გამართავენ, შემდეგ კი როგორც ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, აქციები ისევ რიონის ხეობაში გადაინაცვლებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button