მნიშვნელოვანისაქართველო
ოპოზიციის ლიდერები გამოკითხვაზე დაიბარეს

20 ივნისის მოვლენებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ოპოზიციის ლიდერები სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე დაიბარეს. ძალოვან უწყებას შეკითხვები გიგი უგულავასთან, ირაკლი ოქრუაშვილთან და გიორგი ბარამიძესთან აქვს. ისინი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებენ და გამოძიების შეკითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებენ. გიგი უგულავა აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში არ მანამ მივა, სანამ უწყება სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელ მინისტრს, გიორგი გახარიას არ დაკითხავს. გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი, გიორგი ბარამიძე.
გიგი უგულავას და გიორგი ბარამიძის ხმა►