სპორტი

ნანა ძაგნიძე მსოფლიო ჩემპიონატის ¼ ფინალშია #ჭადრაკი

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია.

მერვედფინალში ძაგნიძემ ამერიკელი დიდოსტატი ირინა კრუში 13:5 10:5 დაამარცხა.

მომდევნო ეტაპზე ქართველი მოჭადრაკის მეტოქე კატერინა ლაპნო იქნება, რომელიც ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი. რუსმა დიდოსტატმა წინა ტურში თანამემამულე ვალენტინა გუნინას 11:5 10:5 სძლია.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე 16 ქალი დიდოსტატი გამოდის. მეოთხედფინალური ეტაპი 24 ივნისს აიღებს სტარტს, პირველ და 2 ივლისს კი ნახევარფინალებია ჩანიშნული. ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა ფიდემ 3 ივლისს დაგეგმა.

სწრაფი ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 66 ათასი დოლარია.აქედან 20 ათასი დოლარი გამარჯვებულს ერგება.

მსგავსი პოსტები

Back to top button