მნიშვნელოვანისპორტი

ნანა ძაგნიძის მესამე გამარჯვება გიბრალტარის გრან-პრიზე

გიბრალტარში მიმდინარე ფიდე-ს გრან-პრის დასკვნით ეტაპზე ქართველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ მესამე გამარჯვება იზეიმა.

ძაგნიძეს ამ დროისთვის 5,0 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

ქართველი მოჭადრაკე ბულგარელ დიდოსტატ ანტოანეტა სტეფანოვას თეთრი ფიგურებით გაეჯიბრა და 42 სვლაზე სძლია.

ქართველ მონაწილეს გათამაშების ბოლო ეტაპზე 2 პარტია დარჩა ჩასატარებელი. დღეს ის თეთრებით რუს ალინა კაშლნსკაიას დაუპირისპირდება. 2 ივნისს კი ასევე რუსეთის ნაკრების წევრ, ვალენტინა გუნინას, შავებით გაეჯიბრება.

ამ დროისთვის ტურნირს ყაზახი დიდოსტატი ჟანსაია აბდუმალიკი 7.5 ქულით ლიდერობს.
შეგახსენებთ, რომ გიბრალტარის გრან-პრიზე ქალთა შორის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის კანდიდატთა ორი, საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილე უნდა გამოვლინდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button