ნანუაშვილი: რეფორმა აუცილებელია, თუმცა ამ ფორმით არა

“ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ რეფორმა აუცილებელია, თუმცა ეს რეფორმა არ უნდა შეეხოს ჟურნალისტებს”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

უჩა ნანუაშვილის თქმით, ცვლილებების პროცესში მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული თანამშრომლების უფლებები.
ომბუდსმენისთვის გაუგებარია, თუ რატომ არის საჭირო 11 თვით რადიო თუ ტელეგადაცემების გაჩერება, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესებია და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს.

სახალხო დამცველის განცხადებით, მან ამის საპასუხო არგუმენტები ვერ მოისმინა. უჩა ნანუაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ ტელევიზიას ისეთი გადაცემების გაშუქება ევალება, რომელიც სხვა არხებს არ აქვთ.

ომბუდსმენი იმედოვნებს, რომ პროცესი კანონის მაქსიმალური დაცვით წარიმართება.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებს და დამატებითი ინფორმაციის მიღებას ელოდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button